საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

იუნესკოს დადგენილებით ფილოსოფიური პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად მთელ მსოფლიოში (2002 წლიდან) ტარდება "ფილოსოფიის დღე"

2022 წლის 21-22 ნოემბერს  (თსუ I კორპუსი, 212 აუდიტორია, 10:00 სთ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო  ინსტიტუტი  ატარებს იუნესკოს პროგრამის ფარგლებში ფილოსოფიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ   სტუდენტთა   რეგიონალურ  სამეცნიერო კონფერენციას: ,,ფილოსოფია და რელიგია“. 

კონფერენცია ეძღვნება  ქართველი ფილოსოფოსის პროფესორ ვახტანგ ერქომაიშვილის,  დაბადებიდან   90 წლისთავს.

კონფერენციისთვის წარსადგენი მოხსენებების თემატიკა მოიცავს ფილოსოფიის დარგებს, მეტაფიზიკის, ონტოლოგიის, ლოგიკური პოზიტივიზმის,  ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, პოლიტიკური ფილოსოფიის, ეთიკის,  კულტუროლოგიის,   რელიგიის, ხელოვნების სფეროებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • მოხსენების სათაური, მომხსენებლის სახელი და გვარი,
  • აკადემიური სტატუსი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი
  • მოხსენების თეზისები,  ელექტრონული ვერსია.
  • აუცილებელია ხელმძღვანელის დასკვნა.
  • მოხსენებები გამქვეყნდება სტუდენტთა ჯურნალ ,,ზნენის’’ N3 2022.

 

გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: demuri.jalagonia@tsu.ge,  არაუგვიანეს 2022 წლის 10 ნოემბრისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ :  599 257471

თარიღი: 26/09/2022